ახლა დღეა გრძელი ..

ახლა დღეა გრძელი
და ძნელია ლოდინი
ზღვის ნაპირი ცხელი
მთენთავს როგორც ლოგინი

მდუმარე ვარ ისე
თითქოს წარღვნას გადავრჩი
და ტკაცუნობს სიცხე
გარინდებულ ბალახში.