ახლა ერთია გლოვა და ზარი
2
მარ
2026
ტერენტი გრანელი
ახლა ერთია გლოვა და ზარი,
ფიქრი მკრთალია.
რომ გალაქტიონს მე გაუსწარი,
ეს მართალია.
და უწინ დედას სტიროდნენ დები,
რეკდა საათი.
ღმერთო! მომეცი მე პირობები
გაფრენისათვის.
და ფიქრი ცისკენ ქარს წაეყვანა,
იმედი დარჩა.
ღმერთო! რადა ვარ და ეს ქვეყანა
საიდან გაჩნდა.