ახლა ეს ბაღი
15
ივნ
2025
ტერენტი გრანელი
ახლა ეს ბაღი უფრო წყნარია
და სადღაც ქარში იძახის ბავშვი.
ჯერ კიდევ ზამთრის ცივი ქარია,
ჯერ კიდევ ბევრი თოვლია ბაღში.
დღე ორშაბათის ისევ გათენდა
და ქარი მთიდან ახლა ბრუნდება.
ნუ გეშინია, მალე გათბება,
სითბოა, მალე გაზაფხულდება.