ალბათ ათასი წელიწადი..
19
ივნ
2026
ფრიდონ ხალვაში
ალბათ ათასი წელიწადი
ზღვა ამ კენჭს თლიდა
და ზღვა თავის თავს ქვაზე ტვიფრავდა,
რომ დაეხატა ზედ, რაც შენ გინდა,
რაც შენ გიყვარდა.
გუშინ ეს კენჭი ზღვამ მე მაჩუქა
და მეც შიგ ჩავდე ფიქრი და გული,
წაიღე, კარგო, შენ გვერდით იყოს _
ჩემი ოცნება გაქვავებული.