ამ სოფლის წესი..
29
იან
2025
გრიგოლ აბაშიძე
ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ,
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა!
მიტომ მასმევდა წვეთ - წვეთად შარბათს
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.
და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს,
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი,
მეც სამარეში ისე ჩავდივარ,
სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..