ამაოების მატარებელი
21
თებ
2025
გრიგოლ აბაშიძე
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
ჩქარი ყოფილა, საოცრად ჩქარი,
ჩემი ცხოვრების მატარებელი!
ისე უეცრად გასცდა ჩემი დანიშნულების
სადგურს,
რომ ჩასვლაც ვერ მოვასწარი.
თანამგზავრთაგან
აღარა ჩანს ურავლესობა,
ჩემს შეუმჩნევლად
ამოსულან სულ სხვა მგზავრები
და ვწუხვარ, ასე რატომ დავყოვნდი
ამაოების მატარებელში...