ამნაირ ბედზე ვნაღვლობ..
10
ივნ
2026
ტერენტი გრანელი
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.
ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.
შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია..