ანათებინეთ
4
ოქტ
2025
ფრიდონ ხალვაში
სოკრატემ სიკვდილი მიუსაჯა თავს.
საწამლავმიღებულს როდესაც ჰკითხეს, _
რა გინდა სიკვდილის წინ თქვა?
ბრძენმა ჯერ თვალებით
იქ მყოფნი ზვერა,
მერე ბრძანა:
_ მარწმუნებს ბოლო დრო, _
ყოველ ადამიანში მზეა,
ანათებინეთ ოღონდო.