ანდერგრაუნდი ..
17
მაი
2026
კარლო კაჭარავა
პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს ტელეფონით
მგზავრობს გარეუბნის მატარებლით.
გაზეთებს კითხულობს, მისამართებს ცვლის,
მთვრალი იძინებს ტელევიზორთან, რომელიც ორი წელია არ მუშაობს.
პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს.
გორილას ღიმილიდან იშლება მინდვრის ყვავილი მისთვის,
როცა ის მიდის ერთი ვაგზლიდან მეორეში.
იმ მატარებლიდან გადმოსული, რომელშიც ყიდდნენ
დ.ს.ს. გაზეთს.
თოჯინა, თოჯინა, პატარა ნერვიული ქალი
ყველაზე დიდი ვარდალაკია, ტელეფონს ჭამს.