ანიკო ვაჩნაძეს ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)
22
ივნ
2026
ლადო ასათიანი
ანიკო, ძვირფასო! მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ნეტავი არ ჩამოვსულიყავი, მომწყინდა, მოსაბეზრებელია აქაურობა. დავდივარ მარტოდმარტო ნაძვნარში. ხომ გახსოვს ჰაინრიხ ჰაინეს ნაძვი, სამხრეთზე რომ ოცნებობს, იმ ნაძვს ვგავარ ახლა მე. დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე – ჩემს სამშობლოზე, და შენზე…
…საზიზღარ ხასიათზე ვარ ახლა, სად გადმომაგდე ამ იდიოტობაში, 23-ში წამოვალ აუცილებლად და გნახავ.
ლადო ასათიანი
18. 9. 1939.
წაღვერი