აქ, გაგიჟებულ ფიქრთა მორევში ..
3
ივნ
2026
ალუდა ქეთელაური
აქ, გაგიჟებულ ფიქრთა მორევში,
სევდის ტალღებმა გადამიარა,
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
ვინმესგან რამე შველა კი არა.
დაგეძებ უხმოდ, სად ხარ არ ვიცი,
და რითმებს ვიჭერ ჩემგან გარფრენილს,
მე მთებს, მწვერვალებს ვეალერსები
და შენ კი ალბათ მისდევ ქვაფენილს.
აქ, მთის ფერდობზე, ჩამოწვა მთვარე,
და სიმყუდროვეს არღვევს არაგვი,
მინდა რომ ვინმეს მოვუყვე შენზე
ხმის გამცემი კი არ მყავს არავინ.
მიყვარხარ ქალავ, რით ვერ გაიგე
ამ ლექსებს გიძღვნი სანთლად დანთებულს
გამეღვიძება შუა ღამეში
მე შენზე ფიქრით გაუგონთებულს.