აქ ყველაფერი იყო ლამაზი ..
1
ოქტ
2026
ოთარ ჭილაძე
აქ ყველაფერი იყო ლამაზი:
დიდი წაბლებიც და აივანიც...
წაბლების ჩრდილი იწვა ყანაზე
და შორს ნისლებში ჩანდა მყინვარი.
ეს სილამაზე და მყუდროება
მოგვწყინდებოდა როდის, ვინ იცის...
მაგრამ მოგვესმა ხმა წეროების
და მოგვენატრა უცებ თბილისი.