არ არის იგი იმდენად ტკბილი
27
მაი
2026
გალაკტიონ ტაბიძე
არ არის იგი იმდენად ტკბილი
დრო, დაფარული ცეცხლის ენებით,
მაგრამ არც ისე მწარე აქვს კბილი
საწამლავებით და შეჩვენებით.
მან შეაჩვია სოფელს სატანა,
ჯოჯოხეთური ალი ქურების,
რათა შემდეგში შესძლოს ატანა
უფრო საშინელ განადგურების.