არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე..
14
დეკ
2025
ტერენტი გრანელი
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა.
მე სკანდალისთვის დამატუსაღეს,
ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან.
ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც
ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს.
მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა -
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.