არა - ავტოპორტრეტი
17
იან
2025
შოთა ნიშნიანიძე
გავხარ მტაცებელ ფრინველს
ბასრი ბრჯღალით და ჭანგით,
მე შენ გიწოდებ პირველს
შენი გულით და ჩანგით.
ბევრს დასტყდომია რისხვად
სიტყვა გაყრილი ჩინჩხლად,
გიქებ კაუჭა ნისკარტს,
ბოღმით გატენილ ჩიჩახვს.
ჩანგს არ ჩამოჰკრა მძიმედ,
არ აწყენინო უფალს,
ჩანგს არ შეაწყდეს სიმი,
არ მოგეხვიოს ყულფად...