არაგვისპირ ...

არაგვისპირ, არაგვისპირ
გზა მიხვეულ-მოხვეულა,
არაგვისპირ შროშანები
თეთრ კაბებში გახვეულან.

ყაყაჩოთა თხელი ტუჩი
სიცილისგან გახეულან,
ტირიფ, ტირიფ, ტირიფები
ისე ნაზად დარხეულან,

აბა, ნახე, არაგვისპირ
ძოწეულით ირთვებიან
და ჭიხვინი ლურჯ ზვირთებში
წარმართული მითებია...

არაგვისპირ, არაგვისპირ...