არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს ..
20
ივლ
2025
ოთარ ჭილაძე
არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს,
თუმცა ქუჩებში ისევ ქარია,
ისევ არ ვიცი რას შევუშინდე,
რა მტკივა, ანდა რა მიხარია.
და როგორც სანთლის შუქზე ლანდები,
დაბარბაცებენ თავში ფიქრები,
ხვალაც ამ მწარე დღეში ვიქნები
და ზეგაც, ვიდრე არ დავმთავრდები…