ასე მგონია წუთისოფლის..
30
ივნ
2025
ფრიდონ ხალვაში
ასე მგონია წუთისოფლის
ყოველი წუთი,
გრამი თუ იყო, ახლა გახდა
ათასი ფუთი.
სავსეა მთვარე,
რო ჰკიდია ცაზე ვით ბია,
მიწაზე ბოღმა _ მეგობრები
ერთურთს იცვლიან.
ცხოვრებას მაინც
ცხოვრება ჰქვია!
სული რომ წავა,
ვხედავ, იქ ცაა.