აჭარის ლურჯი ნაპირი..
12
ივლ
2025
ფრიდონ ხალვაში
ფოკა ცქვიტინიძისადმი აჭარის ლურჯი ნაპირი
ახალმა სხივმა გაკვალა,
წიგნით მოხვედი გამზრდელი,
სინათლე დადგი აკვანად.
კეთილო მასწავლებელო,
რა სიტყვაც დაგითესია,
დღეს ფიქრად ამობიბინდა,
ის ჩვენი ხმა და ლექსია.
ამაგი არ იკარგება,
შენ მარად ჩვენთან დარჩები,
მხურვალე, როგორც ღადარი,
მაგარი, როგორც მარჯვენი.