აუტანელი როგორც...
16
მაი
2025
თამაზ ჭილაძე
აუტანელი, როგორც შიმშილი-
სურვილი ნახვის გარდასულ დღეთა…
ჩალის სკამები, ბამბუკის ტყე და
შენი ხელების გრილი სიშიშვლე…
ღმერთო,
ყველაფერს რა ცხადად ვხედავ!
თუმცა შორსა ხარ, მინდა გაიგო,
ჩვენ ერთ იალქანს მივყავდით სადღაც
და არ ვიცოდით, თუ წინ რა იყო…