ავი არვის არ ვუყავი ..
3
აპრ
2026
რაფიელ ერისთავი
ავი არვის არ ვუყავი ჩემს დღეშია,
ვშრომობდი და ვიყავ მე ჩემს წრეშია,
მაგრამ მაინც მე დამედო ბრალია!…
ვხედავ, ღმერთი ჩემზედ შემომწყრალია!
დაკოდილი ვგდივარ ჩემთვის გმინარი,
ჩემი სისხლის გადამხდელი ვინ არი?
სჯობს მოვშორდე მე ამ არემარესა,
მიმაბარონ ბარემ შავ სამარესა!…