ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი ..
1
მარ
2026
ტერენტი გრანელი
ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი
და მიფრინავენ თეთრი პეპლები.
და ვატყობ, როგორც ადამიანი
ამგვარ დუმილში რომ ვიფერფლები.
წავიდა ქარი და მწარე ფიქრი,
თუმცა ფიქრები მარად ივლიან.
და მიხარია, რომ ხეა ირგვლივ
და ჩემს გარშემო რომ ყვავილია.