ბერდედას – ლელა წიკლაურს

– რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ?
მათს ვაჯკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ. . . ხევსურთა ძვლებით. . .
– რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
– ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჯკაცები,
ახიელაშიც უზომოდ ხოცეს. . .
– რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
– რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!