ბნელი ბინა
19
აგვ
2025
ტერენტი გრანელი
ვარ, საშიშია ეს ბნელი ბინა,
ახლა სიშორე ძლიერ მაღელვებს.
შუაღამეა, სოფელში სძინავთ,
მახლობელ ტყესთან ხმაურობს ღელე.
მგონი არა ვარ მე სხვებთან ერთად,
ალბათ მკვდარივით მიგონებს დებიც.
ასე მგონია გული შეჩერდა,
ასე მგონია ამ წუთში ვკვდები.