ბოლო განწყობილება
5
მაი
2026
ვახუშტი კოტეტიშვილი
სინამდვილე მივატოვე
და ოცნება ვინამდვილე,
წლებს თმა-წვერი მივათოვე,
წლითიწლობით ვიმარტვილე,
წილად მერგო სიმარტოვე
და ცხოვრების სიმარტივე.
აღარც მინდა, რამეს ვმკიდე,
ყველაფერი სულერთია.
სულო ჩემო, ცოტა კიდევ _
იქით უკვე სულეთია.