ბოლო სტუმარი
9
ივნ
2025
თამაზ ჭილაძე
ძველმა ოცნებამ სიბერის ბაღში
მაინც მოაგნო უშუქოდ, უგზოდ,
ძვირფასიც იყო და თანაც უცხო,
ვით ნაშვილები ყრუ-მუნჯი ბავშვი.
ისხდნენ კიბეზე გვერდიგვერდ ორნი
და თითქოს ცაში ეკიდა სახლი...
მდინარის ფშვინვა ისმოდა შორით...
ეძინა სოფელს... არ ყეფდა ძაღლი...