ბოლოს და ბოლოს დამთავრდა ..
15
მაი
2026
ოთარ ჭილაძე
ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს-ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა-ტკივილით დათმობენ სხვები.