ბრმა ცალი თვალით
15
სექ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
მან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ
და ამნაირად გახდა ცბიერი,
მეორე თვალში არის განგება:
მეტი სიმკაცრე და სიძლიერე.
უმარულიან დენათა შორის,
მწარე დაცინვით მათი მგმობელი,
იგი ტრიალებს, ვით თვალი ქორის,
ეს საუკუნე მეფისთოფელი.