ჩამოუქროლებს თელიანს ძერა ..
1
ივლ
2026
ოთარ ჭილაძე
ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,
ჩიტები ცაში აირევიან.
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს,
მზეა... სითბოა... ყვავილებია...
თითქოს ვიპოვე შვილმა მშობელი,
თითქოს ვიპოვე შვილი მშობელმა...
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს
და სადღაც მღერის ჭრიჭინობელა.