ჩემი ბედი
16
ივნ
2026
ტერენტი გრანელი
მოწყენა მოსდევს ამნაირ ავდარს,
მე ხომ ვიგრძენი მთელი სამყარო.
მინდა მივიდე დედის საფლავთან
და იქ უმანკო ცრემლი დავღვარო.
გული სხვაგვარად უნდა ამღერდეს,
მე სხვა ცოდვები უნდა მეზიდა.
და საქართველო ასე მაღმერთებს
პოეტს, წამოსულს მაღალ ზეციდან.
ისევ მწყურია მინდვრად გარება
და მენატრება წვიმა სოფელის.
ეს ჩემი სევდა და მწუხარება
დარჩება მარად შეუცნობელი.