ჩემი მხარე
18
ოქტ
2026
გიორგი ქუჩიშვილი
ჩემი მხარე
ვინც ეწვევა საქართველოს
საოცნებო სერებს,
სიმღერაც რომ არ იცოდეს,
მაინც დაიმღერებს.
ვინც მისწვდება ჩვენი ქვეყნის
მწვერვალებს და ღრუბლებს,
ისიც მგოსნად გადიქცევა,
მზესთან ისაუბრებს!
საარაკო სილამაზე,
ხალხიც სასახელო,
მტერსაც კი მოინადირებს
ტურფა საქართველო!
1925 წ.