ჩემი საყვარელი სურათი
18
აგვ
2026
მაყვალა მრევლიშვილი
ყოველ დილით სარკმელში
მზე როგორც კი ინათებს,
ჩემს საწოლთან, ერთ სურათს
მიადგება სინათლე.
ყველა იცნობს ამ სურათს,
ყველა გულში ატარებს:
დიდი ძია ალერსით
ესალმება პატარებს,
მზრუნველობით დასცქერის
მამასავით დაჰხარის,
მომღიმარი თვალებით
და ნათელი ჭაღარით.
ჩემოდენა გოგონა
ხელში აუყვანია,
და გოგონაც იცინის,-
უხარია ძალიან.
გარეშემო ბავშვები
დგანან თაიგულებით,
ბედნიერი თვალებით
მხიარული გულებით.
თუმც არ ვჩანვარ სურათზე,
მეც მათში ვარ, ცხადია,
რადგან ძია სტალინის
ნახვა მეცა მწადია.