ჩემი ცხოვრების უსიერ ტყიდან
29
იან
2025
ოთარ ჭილაძე
ჩემი ცხოვრების უსიერ ტყიდან
დღემდე მოისმის გალობა ჩიტის
და რაც სიხარულს ან სევდას მგვრიდა,
კვლავ მახსოვს, როგორც დამწვარი თითი.
კვლავ სიამაყით ვითვლი იარებს,
კვლავ ჯილდოებად ვთვლი, როგორც ვთვლიდი
ოღონდ არ ვიცი – გამოვიარე,
თუ მეც ჩამიწყდა ის ბეწვის ხიდი.