ჩემო ხეობავ, ნიავებით სავსე მდინარევ..
18
ივნ
2025
ფრიდონ ხალვაში
ჩემო ხეობავ, ნიავებით სავსე მდინარევ,
შენ მოგდიე და სივრცეები გადავიარე.
მე შენს ზვირთებში სულს გავიბან, _
მერე, ამაყი,
გავყვები ამ გზას, დარდნათმენი,
გულგალახული,
რომ ვნახო ისევ დანახულიც, არდანახულიც.