ჩემს ცელქებს
3
იან
2026
შიო მღვიმელი
ჩემო პატარა ცელქებო,
ჩემო ვარდნო და იებო,
ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო,
ლამაზო დილის მთიებო.
თქვენი ალერსით დამთვრალსა,
ჯერაც არ გამღვიძებია,
დიდის მადლობის ღირსებო,
თქვენ გენაცვალოთ ბიძია!
ვეცდები კიდევ ვიცელქო
თქვენთან სულით და გულითა,
კვლავ ფრთა შევასხა თქვენს სურვილს
თქვენივე სიყვარულითა!