ჩვენ არ გვინდა მომავალში ..
12
ივლ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ჩვენ არ გვინდა მომავალში
აგრაფენა, დუნა,
ჩვენი სათაყვანებელი
არის კუკუსუნა.
დედა საუკეთესო ჰყავს,
ლოყას ხალი შვენის,
მაგრამ უფრო ძლიერია
ეშხი მამაშენის.
ის ნამდვილად ჩუდეცკია!
მხატვარია ჩვენი,
კუკუსუნა, როგორც შვილი
შენ მას ძლიერ შვენი!