ჩვენ არყოფნიდან ...
16
ივნ
2025
ვახუშტი კოტეტიშვილი
ჩვენ არყოფნიდან მოვედით,
და ვნახეთ ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი
წინ წყალი, უკან მეწყერი
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი
ბედნიერებას ვეძებდით
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი
სიკვდილი - დედა ყოფილა,
სიცოცხლე - დედინაცვალი.