ჩვენ ავაშენეთ მაღალი კოშკი ..
23
მარ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ჩვენ ავაშენეთ მაღალი კოშკი
და დავასახლეთ მასში ლანდები,
მაგრამ გამოჩნდა ქიმერა ოშკის
და მოიტაცა ანდამატები.
დავიღუპებით? ეს სულ ერთია,
სიცოცხლეს არ ვთვლით ჯერეთ შემდგარად,
ვის შეუძლია გვითხრას - ბრძოლაში
იგი სიცოცხლე დასწვა ჩვენგვარად?