ჩვენ შენთანა ვართ, დოლორეს!
14
ოქტ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
მოგროვდით. ახლო თუ შორეს -
ხმა მივსცეთ ერთიმეორეს,
ჩვენც შენთანა ვართ, დოლორეს!
გრენადა და სევილია
ცხედრებით მოფენილია.
მადრიდის თავზე ჩრდილია,
მიფრინავს ესკადრილია.
მხარი მხარს ვუდგეთ ერთმანეთს,
გავეხმაუროთ ესპანეთს.
იქ ფრანკო დიდ ამბავშია,
რაც კი ქალი და ბავშია,
აიკლო და დაამშია.