ჩვენაც მთებივით ხომ ვინაწილებთ..
1
აგვ
2025
ფრიდონ ხალვაში
ჩვენაც მთებივით ხომ ვინაწილებთ
წლის მხიარულ და ნაღვლიან ფერებს,
ამ გაზაფხულის ლურჯ სიყმაწვილეს,
იმ შემოდგომის ყვითელ სიბერეს.
ყველას ჰგონია, რომ მომავალი
მისთვის ლმობიერს არჩევს განაჩენს,
ჰო, არა უშავს, _ ასე სჯობია,
ბოლოს გაიგებს ამბავს დანარჩენს.