ჩვენი ელვარე ოქროს ეპოქა
19
ივნ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ციკლიდან „ეპოქა“
თითქოს მხრებს ესხას ბრწყინვალე ჩოხა,
დღეთა ულმობელ სასაფლაოსთან,
ჩვენი ელვარე ოქროს ეპოქა
ჰქმნის სულ სხვა ახალ „ვეფხისტყაოსანს“.
განთიადისას ალნაღვივები,
კრთომა-კანკალით და მისალმებით,
ფერებს მყინვარზე წერენ სხივები
მარადიული ოქროს კალმებით.