ჩვენი ნანგრევები და ჩვენი სიმღერები
1
სექ
2025
ირაკლი აბაშიძე
ჩვენი ნანგრევები მაინც ღმერთებია;
ჩვენი ნანგრევები
თან გვდევენ მუნჯად;
ჩვენი ნანგრევები აისბერგებია,
მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალები უჩანთ.
ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია,
ჩვენი სიმღერები
მაღალ მთებს ჰგვანან;
ჩვენი სიმღერები
პირამიდებია -
მათ უკან საუკუნეები დგანან.