და ოდეს ვნებას ოკეანეთა ..

და ოდეს ვნებას ოკეანეთა
გარდაჰქმნი პირმშოდ შენივ ნებისა,
სულში ჩადგება სულ სხვა პლანეტა,
სხვა სიბრძნე სფინქსის ქარაგმებისა.