დადგა ამინდი ცუდი

***

დადგა ამინდი ცუდი
და მე ისევ აქ ვარ.
ეს დღე არყოფნას უდრის
და მე ვამბობ: რა ვქნა!

იცი: მაისი გაჰქრა,
ჩანს ცისფერი მხარე.
სინამდვილეში - აქ ვარ
და სიზმარში - გარეთ.