დადგა ჟამი ..
21
თებ
2025
ოთარ ჭილაძე
დადგა ჟამი განცხრომის და გალაღების,
ამ სიხარულს ჩემი გულიც არ აკლდება
და ჩურჩული ფოთლების და ბალახების
ღამღამობით ჩემს ტუჩებზე არაკდება.
ეცემიან, დაქანცული ფიქრით,
მოსამკელლი თავთუხების ღეროები,
შემოდგომას დაეძებენ მთების იქით
ლეგა ნისლში გაფრენილი წეროები.