დადგება ამინდი ცუდი

დადგება ამინდი ცუდი

და მე ისევ აქ ვარ.

ეს დღე არყოფნას უდრის

და მე ვამბობ: რა ვქნა!

იცი: მაისი გაჰქრა,

ჩანს ცისფერი მხარე.

სინამდვილეში – აქ ვარ

და სიზმარში – გარეთ.