დალუქულ ფოლიანტთან
16
დეკ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
დგება იქ, სადაც წარსულის მიერ
დალუქულია ფოლიანტები,
რათა მშვენიერ ოცნების ზიარ
არ შეაშფოთოს მკაცრი ლანდები;
მაგრამ ლუქახსნილ რელიკვიების
ეხლა დალუქვა მას ეძნელება
და სურნელება მათი იების
ესმის, ვით მძაფრი საშინელება.