დარბანდელნი მთიბავნი (იგავ-არაკი)

სოფელსა დარბანდს გამოვიდნენ თივის მთიბავნი, ცხენთა სხდეს და ცელები ხელთა ჰქონდათ. შეექმნათ თივაზე ცილობა. ცელის ტარს ჩააბრჯენდიან:

- აქამომდე ჩემიაო!

- არა ჩემია, სამანი ესე არისო!

ერთი მეტად გაგულისდა. ცელის ტარი თურე მოკლე იყო. ცხენით რომ ჩააბჯინა: აქამდინ ჩემიაო! - ცელის პირი კისერს მოჰხვდა და თავი მოჰკვეთა. მისი თივაც მეორეს დარჩა.