დარჩნენ ქვიშანი
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
დარჩნენ ქვიშანი
იმ გაზაფხულის სავსე ფიალა
გადმოიტოპა.
რა ნიაღვარის იყო გრიალი,
რა წყალდიდობა!
მაგრამ დარჩა იმ გარემოიდან
რამე ნიშანი?
წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ,
დარჩნენ ქვიშანი...
ასწი ფიალა, სავსე ფიალა!
აქა მშვიდობა!
რა ნიაღვრებმა გადიგრიალა,
რა წყალდიდობამ!
რამე თვითეულს გარემოიდან
შეგვრჩა ნიშანი?
წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ,
დარჩნენ ქვიშანი!