დატანჯულია მართლა პოეტი

დატანჯულია მართლა პოეტი,

ცრემლიანია მისი თვალები.

დიდიხანია მე რომ მოვედი,

დიდიხანია, რაც ვეწვალები.

ყოველი წამი ბოლოს მიმატებს

და სოველია ციხის ფანჯრები.

დიდიხანია, რაც დავიბადე,

დიდიხანია, რაც ვიტანჯები.